ეკატერინე ტიკარაძე: ბევრი დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მესამე პრეზიდენტი გორის ჰოსპიტალში გადმოგვეყვანა

"ქვეყანაში ჩვენ მივიღეთ შიმშილობის ეპიდემია, ბოლო პერიოდში ბევრი დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მესამე პრეზიდენტი გორის ჰოსპიტალში გადმოგვეყვანა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის რეანიმაციულ განყოფილებაში არ იმყოფება.

"მე მინდა ყველა იმ ექიმს მადლობა გადავუხადო, ვინც მონაწილეობას იღებდა შექმნილ კონსილიუმებში. მათი როლი იყო დიდი და მნიშვნელოვანი. ასევე მადლობა ყველა იმ ექიმს, რომლებიც მკურნალობის პროცესში იყვნენ ჩართულები, ისინი იყვნენ ბულინგის მსხვერპლნი და რთული გზა გაიარეს.

პაციენტს, როგორც რუსთავის ასევე 18-ე დაწესებულებაში ყველაფერი უტარდებოდა, რაც მას სჭირდებოდა, ამიტომ ეს მღელვარება იყო ზედმეტი.

ქვეყანაში ჩვენ მივიღეთ შიმშილობის ეპიდემია, ბოლო პერიოდში ბევრი დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მესამე პრეზიდენტი გორის ჰოსპიტალში გადმოგვეყვანა,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.