აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობას დროებით კამალა ჰარისი შეასრულებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უფლებამოსილებას ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს გადასცემს, კოლონოსკოპიის რუტინული პროცედურის დროს ანესთეზიის ქვეშ იქნება.

კამალა ჰარისი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს.

„როგორც 2002 და 2007 წლებში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის შემთხვევაში მოხდა, კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცესის თანახმად, პრეზიდენტი ბაიდენი უფლებამოსილებას მცირე ხნით ვიცე-პრეზიდენტს გადასცემს, როდესაც ის ანესთეზიის ქვეშ იქნება“, - განაცხადეს თეთრ სახლში.

პრეზიდენტი ბაიდენი პროცედურას უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში გაივლის.