ბადრი ჯაფარიძე: როგორც კი სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანენ, „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკურ ბოიკოტს შეწყვეტს

როგორც კი ექსპრეზიდენტ სააკაშვილს, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანენ, „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკურ ბოიკოტს შეწყვეტს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ნაბიჯით მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის რისკები მოიხსნება, რაც მათი ბოიკოტის მიზეზი იყო.

„რა თქმა უნდა, კრიზისის მიზეზი ბევრია ამ ქვეყანაში მაგრამ ეს იქნება დიდი ნაბიჯი დეესკალაციისკენ. არის უამრავი უმწვავესი საკითხი, რომელიც ქვეყანას აწუხებს და მოითხოვს გადაჭრას. ჩვენ ამისთვის გავგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.