ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციასთან შეკრებილ ჟურნალისტებს ელჩის მეუღლე ყავითა და დონატებით გაუმასპინძლდა.
ჟურნალისტები რეზიდენტიასთან "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის მორიგ შეხვედრასთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრა დღეს არ გაიმართება.
პარლამენტის პირველი სხდომა კი ხვალ, 11 დეკემბერსაა ჩანიშნული.