ცხრა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შიმშილობა შეწყვეტა.

ცხრა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შიმშილობა შეწყვეტა. დავით კირკიტაძე, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი და აბდულა ისმაილოვი სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ითხოვდნენ და ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას დაეთანხმა. შიმშილობა შეწყვიტა გიორგი ბარამიძემაც.

„ის მთავარი სანერვიულო და საზრუნავი საკითხი, რომელიც გვქონდა იმიტომ, რომ ეს ეხებოდა ჩვენი პარტიის ლიდერის და საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ამ ეტაპისთვის გადაწყდა სასიკეთოდ და ვწყვეტთ შიმშილობას, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა აკაკი მინაშვილმა, რომელიც პარლამენტში შიმშილობდა.

შიმშილობა შეწვიტა ელენე ხოშტარიამაც.