ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 არასრულწლოვანი დაიღუპა და 3 დაშავდა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დეკანაშვილებში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა და 3 დაშავდა. დაშავებული ახალგაზრდები ბათუმისა და ხულოს კლინიკებში გადაიყვანეს. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ავტომობილი ხევში გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.