ნიკა გვარამია: გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტის გადაყვანამ, ინციდენტების გარეშე ჩაიარა

"გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტის გადაყვანამ, ინციდენტების გარეშე ჩაიარა", - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ მიხელ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, გადაყვანის პროცედურა სავსებით ნორმალურად შედგა.

„გადაყვანის პროცედურა სავსებით ნორმალურად შედგა, ერთგვარი ინციდენტების და ექსცესების გარეშე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ყველაფრის სამართლებრივად დაფიქსირება და კმაყოფილი ვართ იმ პროცედურით, რაც ჩატარდა, გადმოყვანის და დაბინავების. ხვალიდან უკვე უნდა დავიწყოთ მსჯელობა მომსვლელების რეჟიმთან დაკავშირებით. ადვოკატების ვიზიტები გასაგებია, რომ შეუზღუდავია, მაგრამ გარკვეული დროით შეზღუდვები იქნება, გამომდინარე იქიდან, თუ რა პროცედურა უტარდება პაციენტს და რა ვითარებაშია იგი. ეს უკვე ხვალ დღის ბოლომდე გვეცოდინება იუსტიციის სამინისტროსთან კომუნიკაციის გზით და აქ უკვე ჯანდაცვის სამინისტროა წამყვანი უწყება“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლაზე თანხმობა გუშინ განაცხადა.