ექიმების ჯგუფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შიმშილობის შემდგომი მკურნალობის სქემას დღეს შეადგენს

ექიმების ჯგუფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შიმშილობის შემდგომი მკურნალობის სქემას დღეს შეადგენს. 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანილი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა „მძიმედ“ და „რთულად“ შეაფასა მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მისი ინფორმაციით, პაციენტი პატიმრის შემდგომი მკურნალობის სქემა 20 ნოემბერს, ერთობლივად განიხილება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმისა და გორის ჰოსპიტალის მედპერსონალის მიერ.

„საკმაოდ ბევრ ექიმს ვიცნობ, რომლებიც აქ მუშაობენ. ისინი ძალიან კარგი და გამოცდილი ექიმები არიან. მათ გარდა, კლინიკაში მორიგეობს ასევე რესპუბლიკური საავადმყოფოს ჯგუფი, რეანიმატოლოგები, რომლებიც მორიგეობით იმუშავებენ“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ, მიხეილ სააკაშვილის გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ", - განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გუშინ გადაიყვანეს.