გორის სამხედრო ჰოსპიტლის გარე პერიმეტრსა და ეზოში მთელი ღამის განმავლობაში დამატებით კამერების მონტაჟი მიმდინარეობდა

გორის სამხედრო ჰოსპიტლის გარე პერიმეტრსა და ეზოში მთელი ღამის განმავლობაში დამატებით კამერების მონტაჟი მიმდინარეობდა.

თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორიაზე, სადაც წუხელ გვიან ღამით გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, დილიდან გამკაცრებულია კონტროლი.

სამედიცინო დაწესებულების შიდა პერიმეტრს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დანაყოფები აკონტროლებენ. ჰოსპიტლის გარე პერიმეტრზე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ჯგუფებია განლაგებული.