ექიმი: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

"ნიუ ჰოსპიტალის" რეანიმატოლოგის ალექსანდრე მხარგრძელის განცხადებით, „დროას“ ლიდერის, დეპუტატ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ექიმმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ელენე ხოშტარია ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მას ინტრავენური გადასხმები უკეთდება.

"პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. ანალიზებით დამაკმაყოფილებელი სიტუაციაა. ამჟამად იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. დაეწყო ინტრავენური გადასხმები, ინტრავენური გადასხმების შემდეგ დაწყებულია სპეციალიზირებული კვება მცირე ულუფებით და პროტოკოლის მიხედვით მოხდება კვების გაზრდა," - აღნიშნა ალექსანდრე მხარგრძელმა.

ცნობისათვის, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. მისი განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა გახდა ამ გადაწყვეტილების საფუძველი.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობაში 17 დღის განმავლობაში იშიმშილა.