ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, „რემდესივირს“ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე შემოიტანენ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.
„ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და მიმდინარეობს ტრანსპორტირების პროცესი. თვის ბოლომდე ადგილზე გვექნება „რემდესივირი“, - განაცხადა ტიკარაძემ.