ამერიკის მთავრობამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სპეციალური აღჭურვილობა გადასცა

პანდემიასთან ბრძოლაში ქართველი მედიცინის პროფესიონალების დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სპეციალური აღჭურვილობა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღჭურვილობის გადაცემა აშშ-ის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში მოხდა და მოიცავდა შემდეგს :2 სამაცივრე ავტომობილი ($160 000) 20 000 შპრიცი ვაქცინირებისთვის ($74 983.94)100 ცივი შენახვის ყუთი ($42 640)130 ტემპერატურის მონაცემთა აღმრიცხველი ($22 006)220 შპრიცის უსაფრთხოების ყუთი ($10 353.20).