აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტების მრჩევლებმა სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება განიხილეს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერსა და მთავარ მრჩეველ იბრაჰიმ კალინთან მოლაპარაკება გამართა.

თეთრი სახლის ცნობით, მხარეებმა ხედვები გაცვალეს მთელ რიგ რეგიონულ საკითხებზე, მათ შორის უკრაინაში, ავღანეთში, სირიასა და სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ მოვლენებზე.