ბელარუსის ხელისუფლებამ სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვის გადაწვეტილება მიიღო.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ახალი შეზღუდვების მიხედვით, მოქალაქეებს ქვეყნის დატოვების უფლება მხოლოდ განსაკუთრებული მიზეზის არსებობის შემთხვევაში ექნებათ.
ბელარუსის მთავრობამ პანდემიასთან ბრძოლაში ახალი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მინისტრთა საბჭოზე მიიღო.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყნის დატოვების უფლება სხვა ქვეყნის მოქალაქეებს და საზღვარგარეთ დროებითი ცხოვრების უფლების მქონე ადამიანებს ექნებათ.
ბელარუსის მოქალაქეებს სხვა ქვეყანაში გამგზავრება მკურნალობის მიღების ან ნათესავის გარდაცვალების გამო შეეძლებათ. ამასთან, ექვს თვეში ერთხელ ბელარუსიდან გასვლა სწავლისა და სამსახურის მიზეზით გახდება შესაძლებელი.
ბელაურისის სახმელეთო საზღვრების დროებით ჩაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში დოკუმენტის ხელმოწერიდან 10 დღეში შევა.