ციციშვილის კლინიკაში სულ 122 ბავშვია მოთავსებული

ციციშვილის ბავშვთა კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში კორონავავირუსით ინფიცირებული ერთი თვის ბავშვი მართვით სუნთქვაზეა. ის ბათუმიდან არის რეფერირებული ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო. კლინიკაში ამ ეტაპზე 122 პაციენტია მოთავსებული.

რეანიმაციაში მყოფ სხვა პაციენტებს თანმხლები დაავადებები აქვთ. კლინიკაში სხვა პაციენტებიც მკურნალობენ, რომლებიც მძიმე მიმდინარეობით არიან.

კლინიკაში მოთავსებული არიან ბავშვების მშობლებიც. მათგან 5, ორჯერადად ვაქცინირებულია.

„მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“.