პაატა იმნაძე: კორონავირუსი ყველა აუცრელს მოძებნის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. პაატა იმნაძის თქმით, კოვიდინფექციის გავრცელება ჩუტყვავილას გაუსწორდა.

„ვიდრე მოსახლეობის უმრავლესობა არ აიცრება, კორონავირუსი ისეთი ვერაგი დაავადებაა, ყველა აუცრელს მოძებნის, ამიტომ, მისი გავრცელება უკვე ჩუთყვავილას გაუსწორდა და ამიტომ, მაქსიმალურად მეტი ადამიანი უნდა აიცრას, რომ ამ პატარა ქვეყანაში ამდენ ადამიანს არ ვკარგავდეთ“, - ამბობს პაატა იმნაძე „რუსთავი2-თან“.

თავის მხრივ, NCDC-ს ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნის მოსახლეობის 46 %, ბავშვების ჩათვლით არაიმუნურია, ანუ ინფექციის მიმღებია, შესაბამისად გამავრცელებელი.

ამირან გამყრელიძის თქმით, მოსახლეობა რეგულაციებს არ იცავს, მაგალითად, პირბადის ტარების მაჩვენებელი 37%-ს ჩამოსცდა.

„მოსახლეობა უგულებელყოფს ყოველგვარ რეკომენდაციას. არ არის დაცული ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბუსტერი, რომელიც არის ყველანაირი მიზეზით თავშეყრა - ისევ არის დიდი ქორწილები, ქელეხები, მიტინგები, გამოსვლები. სტაბილიზაციას სჭირდება წინაპირობა, ამ ვირუსთან ბრძოლის 2 გზაა, ერთი, ან უნდა მკაცრი რეგულაციები იყოს და უნდა დაიცვა ეს რეგულაციები, ანუ მობილობა უნდა შეამცირო მაქსიმალურად და მეორეა ვაქცინაცია, არც ერთი კომპონენტის დაცვა, რომელზეც ვსაუბრობ, არ ხდება ქვეყანაში და რანაირად გვინდა. რომ მონაცემები შემცირდეს?! იქნება ეს მონაცემები და გვექნება ეს ტალღები“, - განაცხდა ამირან გამყრელიძემ.