ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები ჩაამსხვრიეს

ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები ქვების სროლის შედეგად ჩაამსხვრიეს. პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ადგილზე მისულებს მინები ჩამსხვრეული დახვდათ.

პარტიის წევრი ლაშა კილაბერია მომხდარში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებენ.

„მიუხედავად შანტაჟის, დაშინებისა და მოსყიდვის მცდელობისა, „ქართული ოცნება“ მიხვდა, რომ ახალ არჩეულ საკრებულოს წევრებს ვერ გადაიბირებენ. გადავიდნენ პირად აგრესიასა და ვანდალიზმზე, გამოუშვეს „ტიტუშკები“ და დააზიანეს ფანჯრები. მომხდარის გამო პოლიცია გამოვიძახეთ და არაერთი ფაქტის მიუხედავად, არცერთი გამოძიებული ამ დრომდე არ არის. აღნიშნული ოფისის, პირდაპირ აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობაა, ირგვლივ კამერებია და იმედია ნახავენ“, - აცხადებს ლაშა კილაბერი.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.