ჯანმოს რეგიონული დირექტორი ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ზრდის სამ ფაქტორზე მიუთითებს

ევროპაში კოორნავირუსის გავრცელების დონით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში უკიდურესად შეშფოთებულნი არიან. BBC-სთან საუბრისას, რეგიონულმა დირექტორმა დოქტორმა ჰანს კლუგემ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ მარტამდე შეიძლება გარდაიცვალოს კიდევ 500,000 ადამიანი, თუ გადაუდებელი ზომები არ იქნება მიღებული. კლუგემ აღნიშნა, რომ ნიღბის ტარების მაჩვენებლის ეპიდვითარების გაუმჯობესებას აუცილებლად დაეხმარებოდა.

კლუგემ დაამატა, რომ გავრცელების უკან დგას ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ზამთრის სეზონი, ვაქცინის არასაკმარისი დაფარვა და უფრო გადამდები „დელტას“ ვარიანტის დომინირება.

ჰანს კლუგეს თქმით, ვაქცინაციის სავალდებულო ზომები უნდა განიხილებოდეს, როგორც „უკანასკნელი საშუალება“, მაგრამ „ძალიან დროული“ იქნებოდა ამ საკითხზე „სამართლებრივი და სოციალური დებატები“.

მანამდე, არსებობს სხვა საშუალებები, როგორიცაა Covid-ის საშვი“, - განაცხადა კლუგემ და დაამატა, რომ ეს არ არის „თავისუფლების შეზღუდვა“, არამედ ეს არის ინსტრუმენტი ჩვენი ინდივიდუალური თავისუფლების შესანარჩუნებლად“.

პარასკევს ავსტრია გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც გამოაცხადა, რომ ვაქცინაცია კანონის შესაბამისად მოითხოვება.

ახალი წესები თებერვალში ამოქმედდება, რადგან დეტალები, თუ როგორ აღსრულდება ღონისძიება, ჯერ კიდევ განიხილება. ახალი ეროვნული ჩაკეტვის შესახებ განცხადება გაკეთდა რეკორდული შემთხვევებისა და ვაქცინაციის დაბალი დონის საპასუხოდ.

ათიათასობით ადამიანმა გააპროტესტა ახალი ზომები დედაქალაქ ვენაში. მრავალი სხვა ევროპული ქვეყანა შემთხვევების ზრდის ფონზე ასევე აწესებს ახალ ზომებს.

ქვეყნებმა, მათ შორის ჩეხეთმა და სლოვაკეთმა, ასევე გამოაცხადეს ახალი შეზღუდვები არავაქცინირებულ ადამიანებზე, რადგან ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება მთელ კონტინენტზე.

ღამით, როტერდამში, ახალი ზომების გამო ძალადობრივი აჯანყება დაიწყო. ასობით მომიტინგე შეიკრიბა, რათა გამოეხატა თავისი აღშფოთება მთავრობის გეგმებზე, დააწესოს მეტი შეზღუდვა ეპიდვითარების გაუარესების ფონზე.