მედიის ცნობით, ფინეთის ხელისუფლება რუსეთთან საზღვარზე ღობის გავლების შესაძლებლობას განიხილავს

ფინეთის ხელისუფლება რუსეთთან საზღვარზე ღობის აშენების შესაძლებლობას განიხილავს. ამ სასაზღვრო მონაკვეთის სიგრძე ათას კილომეტრზე მეტია.

ფინური მედიის ცნობით, ეს საკითხი შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ოპოზიციური კოალიციური პარტიის დეპუტატმა კაი მიკენენმა წამოაყენა, რომელმაც მხარი დაუჭირა აღმოსავლეთ საზღვარზე ბარიერების აშენებას მიგრანტების ქვეყანაში შესვლის თავიდან ასაცილებლად.

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ არალეგალური მიგრანტების შემოდინების გამო ასეთ ღობეებს უკვე აშენებენ პოლონეთი, ლიეტუვა და ესტონეთი.

მანამდე ფინეთის საზღვრის დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ ქვეყანაში პოლონეთიდან და ბელარუსიდან 30 ლტოლვილი შევიდა. მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ ახლო აღმოსავლეთიდან არალეგალი მიგრანტები ცენტრალურ ევროპაში ფინეთის გავლით ცდილობენ გადასვლას.

2018 წელს ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე დამატებითი პერსონალი განათავსა რუსეთიდან ტურისტების მზარდი რაოდენობის გამო.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესტონეთმა რუსეთთან საზღვარზე მავთულხლართების მონტაჟი დაიწყო. პრემიერ-მინისტრ კაია კალასის თქმით, ესტონეთის საზღვარს ახლა სერიოზული საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ „მეზობლების გამოცდილება გვაიძულებს ვიყოთ ფხიზლად“.

კალასი დარწმუნებულია, რომ სასაზღვრო ბარიერების მშენებლობა სიგნალს უგზავნის რუსეთს, რომ ესტონეთი იცავს თავისი ქვეყნის, ევროკავშირისა და NATO-ს საზღვრებს.