უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ტაქსის მძღოლებს რეკომენდაციით მიმართავს, სეზონურ გრიპის ვირუსზე ვაქცინაცია ჩაიტარონ.
პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე კორონავირუსთან მიმართებაში არსებული სიტუაცია განიხილეს.
„უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გაანალიზდა სეზონური გრიპების სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებული საფრთხეები და ვაქცინაციის პროცესი მაღალი რისკის ჯგუფებში. არსებული ვითარების ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭო რეკომენდაციით მიმართავს ტაქსის მძღოლებს, მიმართონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს და ჩაიტარონ ვაქცინაცია სეზონური გრიპის ვირუსზე, გაუფრთხილდნენ როგორც საკუთარ, ისე მათი მგზავრების ჯანმრთელობას“, - ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.