დავით სერგეენკო: დაავადების გამო სასჯელის გადავადება კანონმდებლობაში არსებობს, მაგრამ გაწერილია კონკრეტული კრიტერიუმები

"დაავადების გამო სასჯელის გადავადება კანონმდებლობაში არსებობს, მაგრამ გაწერილია კონკრეტული კრიტერიუმები", – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

სერგეენკო იმედოვნებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო პროცესი წარმატებით განხორციელდება და კანონმდებლობის ამ ნაწილის ამოქმედება საჭირო არ გახდება.

"დაავადების გამო სასჯელის გადავადება კანონმდებლობაში არსებობს, მაგრამ გაწერილია კონკრეტული კრიტერიუმები და იმედი მაქვს, სამკურნალო პროცესი წარმატებით წავა და საჭირო არ გახდება კანონმდებლობის ამ ნაწილის ამოქმედება. მკურნალ ექიმს მისი პაციენტისთვის უკეთესი ყოველთვის ენდომება, სხვა ექიმებს ეს არ დაუდასტურებიათ, არ მგონია, აქ რაიმე პოლიტიკური თემა იყოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალთან გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა: „მიხეილ სააკაშვილი პატიმარია, მაგრამ ხომ შეიძლება, პატიმრობა გადავადდეს, იქნებ, გავათავისუფლოთ და იმკურნალოს ნორმალურად კლინიკაში“.