ეკა ხერხეულიძე: მიხეილ სააკაშვილის სურვილია პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვა

"მიხეილ სააკაშვილის სურვილია პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვა", - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ეკა ხერხეულიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ხერხეულიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთად, მისი გათავისუფლების საკითხიც დღის წესრიგში დგას.

„მას არ აქვს არანაირი შესაძლებლობა სასამართლოებზე მიმართოს ხალხს. ახლა დგება მთავარი საკითხი, მისი გათავისუფლების საკითხი. ეს პოლიტიკური დღის წესრიგში დგას და ამასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, ასევე გეგმებზე და ვისაუბრეთ ჩვენს შიდა წრეზე, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ჩემთვისაც და მისთვისაც“, - განაცხადა ხერხეულიძემ.