ჰუბერტ ქნირში: თუ არსებული ტენდენცია შენარჩუნდა, ქვეყანა ბევრს მოიგებს

Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში, გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეაფასა. დიპლომატის შეფასებით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში, პოლიტიკურმა აქტორებმა პრაგმატული ნაბიჯები გადადგეს.

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი პროცესები განვითარდა. ჩიხური ვითარების ზღვარზე, პოლიტიკოსებმა პრაგმატული ნაბიჯები გადადგეს და პასუხისმგებლიანად იმოქმედეს. მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის პროტესტი არაძალადობრივი იყო, როგორც ეს მანამდე გამოცხადდა. მჯერა, რომ არსებული ტენდენციიდან გამომდინარე, არავინ არაფერს კარგავს, და თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, ქვეყანა ბევრს მოიგებს“, - განუცხადა ჰუბერტ ქნირშმა Europetime-ს.