"ქართული ოცნების" წევრები სტრასბურგში გაემგზავრნენ

"შეხვედრებზე საუბარი „ალბათ“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც შეეხება, თუმცა მათი მთავარი ამოცანაა, პარტნიორებამდე ქვეყნის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებული გზავნილები მიიტანონ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, "ქართული ოცნების" წევრები სტრასბურგში გაემგზავრნენ, ვიზიტის ფარგლებში ისინი ევროპარლამენტარებს შეხვდებიან.

„ყველა თემას შევეხებით, რაც ადგილობრივ პოლიტიკას და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება. რა თქმა უნდა, საუბრის ერთ-ერთი თემა ალბათ, სააკაშვილიც იქნება, თუმცა, ჩვენთვის მთავარია მივიტანოთ ის გზავნილები, რომელიც ქვეყნის სამომავლო განვითარებას უკავშირდება. ქვეყნისთვის და ბუნებრივია, ჩვენი პარტნიორებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დღის წესრიგი შეიცვალოს, ამოვიდეთ პოლარიზაციის ჩაკეტილი წრიდან, ეს თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ასევე ყველასთვის, ვისაც საქართველოზე გული შესტკივა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გარდა იმ დეტალებისა, რომელიც სააკაშვილის პატიმრობას უკავშირდება, პირველ რიგში, საუბარი სწორედ ამ დღის წესრიგის ცვლილების საჭიროებაზე გვექნება“, -განაცხადა კობახიძემ.