მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ეკლესიაში წირვა ჩატარდება.

23 ნოემბერს, ასევე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის დღესასწაულია, რომელიც 2004 წლის 23 ნოემბერს აკურთხეს. ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ღვთიმსახურება 10:00 საათზე დაიწყო.

რელიგიური სწავლების თანახმად, წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.