Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 440 კვლევა ტესტით, მათ შორის 36 162 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 278 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 085 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 819 182-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.89%, ბოლო 14 დღის - 9.11% ხოლო 7 დღის - 8.97%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 428 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 759 657-მდე.
ბოლო 24 საათში COVID19-ით გარდაცვალების 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 615 პაციენტი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 085 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 815 შემთხვევა, აჭარა - 202, იმერეთი - 997, ქვემო ქართლი - 330, შიდა ქართლი - 497, გურია - 122, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 427, კახეთი - 358, მცხეთა-მთიანეთი - 139, სამცხე-ჯავახეთი - 152, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 46.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 47 884 საიდანაც: 6 588 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 618, აჭარაში - 515, იმერეთში - 1 395. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 698 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 673, აჭარაში - 128, იმერეთში - 506. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 377 პაციენტი, მათგან თბილისში - 212, აჭარაში - 43, იმერეთში - 36. 1 103 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 713 - თბილისში, 212 - აჭარაში. 40 193 ადამიანი სახლში მკურნალობს.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 49, ხოლო აჭარაში - 9.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 22 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 ადამიანი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 925 ადამიანი.