თბილისში "საქართველოს ბანკის" გაძარცვა სცადეს

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე ძარცვის მცდელობას ჰქონდა ადგილი.

წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია.

ამ წუთებში ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმე აღძრულია ძარცვის მუხლით.