სახალხო დამცველი: ექსპერტთა ჯგუფი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მართვაზე

"საქართველოს სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მართვაზე, თუმცა, ჩვენ პროცესში ზედამხედველობის მიზნით ჩავერთვებით, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ წარდგენილ კონსილიუმს ომბუდსმენის კონსილიუმი ე.წ. მეორე მოსაზრებას წარუდგენს.

“გუშინ მივიღეთ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თხოვნის წერილი, რომ ჩვენი ექსპერტთა ჯგუფი ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ე.წ. მეორე მოსაზრების წარდგენის გზით, რასაც ჩვენ ვუპასუხეთ. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მართვაზე, თუმცა, ჩვენ პროცესში ჩავერთვებით პროცესის ზედამხედველობის მიზნით. ასევე, სახელმწიფოს მიერ წარდგენილ კონსილიუმს ჩვენი კონსილიუმი წარუდგენს ე.წ. მეორე მოსაზრებას, რაც სამედიცინო სივრცეში მოსაზრების გაზიარების და რეკომენდაციების წარდგენის მხრივ აპრობირებული გზაა“, - განაცხადა ლომჯარიამ.