"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს

თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი მოეწყო. ცოცხალი ჯაჭვი ვარდების რევოლუციიდან 18 წლისთავზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გააკეთეს. მათ ადგილზე მიტანილი აქვთ წითელი ვარდები, საქართველოს და ევროკავშირის დროშები.

"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების განცხადებით, აღნიშნული აქციით კიდევ ერთხელ შეახსენეს ხელისუფლებას, რომ ეს დღე ახსოვთ.