გლდანის ციხეში პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო

გლდანის ციხეში პატიმარი ეგორ გრეგენკო გარდაიცვალა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილ პატიმარს, გარეგნული დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა.

2006-2010 წლებში არსებული მსჯავრდებულის სამედიცინო დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ პატიმარს დადგენილი ჰქონდა პერინატალური ენცეფალოპათიის ნარჩენი მოვლენები, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის სინდრომი.

ციხეში პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო. გამოძიება პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურის მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე მიმდინარეობს.