ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას მიგრანტთა კრიზისი განიხილა. შესაბამისი ტექსტი შარლ მიშელის ოფიციალურ Facebook გვერდზე განთავსდა.
შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირი ახლოდან აკვირდება უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების თავმოყრას.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობიანი გადაწყვეტის მიმართულებით, რუსეთის პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი.
მიშელმა ასევე ისაუბრა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის მდგრადობის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა, რომ ეს ევროკავშირის ინტერესია.