შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი არჩევიდან რამდენიმე საათში გადადგა

თანამდებობაზე დანიშვნიდან 12 საათზე ნაკლები დროის შემდგომ, შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი, სოციალ - დემოკრატი მაგდალენა ანდერსონი თანამდებობიდან გადადგა, თუმცა იმედოვნებს, რომ პოსტს მალე დაუბრუნდება. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება.

მაგდალენა ანდერსონის გადადგომის მიზეზი "მწვანეთა პარტიის“ მიერ კოალიციის დატოვებაა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პარლამენტმა ჩააგდო კოალიციის ბიუჯეტის კანონპროექტი.

შვედეთის ახალი პრემიერ-მინისტრი სოციალ-დემოკრატების ლიდერი მაგდალენა პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი 54 წლის ასაკში გახდა.

კანდიდატურას პარლამენტმა მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც სოციალ-დემოკრატებმა შეძლეს კოალიციური შეთანხმების გაფორმება საკანონმდებლო ორგანოს მემარცხენე პარტიასთან.