ნიდერლანდებმა ჯაშუშობის ბრალდების გამო ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა

ნიდერლანდებმა ჯაშუშობის ბრალდების შემდეგ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. Reuters-ის ცნობით, საქმე ეხება მაღალტექნოლოგიურ სექტორში მომხდარ ფაქტს.

ქვეყნის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს განცხადებით, რუსეთის დაზვერვის სამსახურმა კონტაქტი დაამყარა ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც მაღალტექნოლოგიურ სექტორში სენსიტიურ ინფორმაციაზე მიუწვებოდათ ხელი. მათ ინტერესში შედიოდა ხელოვნურ ინტელექტზე, ასევე ნანოტექნოლოგიებზე მეტი ინფორმაციის მოპოვება, რომელთა უმრავლესობა როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო მიზნით გამოიყენება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნიდერლანდები უცხოელი დიპლომატების მიერ იმუნიტეტით სარგებლბის საკითხსაც გადახედავს.