"სახალხო დამცველი და მისი ოფისი ჩვენი მხარდაჭერით სარგებლობს", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, რას ფიქრობდა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სახალხო დამცველის მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებზე.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა პოზიტიური წვლილი შეიტანა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების კუთხით არსებული სიტუაციის გაკონტროლების ფუნქცია. მინდა აღვნიშნო, რომ იმ შეფასებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ვნახეთ, მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველმა პოზიტიური წვლილი შეიტანა,“- განაცხადა ელჩმა.