ჯანდაცვის მინისტრი უვადო "მწვანე პასპორტებზე": საქართველო ყველაფერში განსაკუთრებულია

"ზოგადად საქართველოსნაირი ქვეყანა მეორე მსოფლიოში არსად არ არის და ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ, ასევე განსაკუთრებულები ვართ ორი "მწვანე პასპორტით", უვადო პასპორტით", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"ზოგადად საქართველოსნაირი ქვეყანა მეორე მსოფლიოში არსად არ არის და ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე, ასევე განსაკუთრებულები ვართ ორი მწვანე პასპორტით, უვადო პასპორტით და ეს ყველაფერი გამომდინარეობს ალბათ ჩვენი გენეტიკიდან და ჩვენი ხასიათიდან. ჩვენ, თითოელი, ვართ ქართველები და, არ მგონია, რომ ვინმეს ეს უკვირდეს", - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ წარმოუდგენელია უვადო „მწვანე სტატუსზე” საუბარი, რადგან COVID19 არ არის წითელა, რომ გადაიტანო და მთელი ცხოვრება თავისუფალი იყო.