რუსეთი ნიდერლანდებს დიპლომატების გაძევების გამო ადეკვატური პასუხით ემუქრება

„ნიდერლანდების მთავრობას დიპლომატების უკანონო ქმედების შესახებ მტკიცებულებები არ წარმოუდგენია“, - ამის შესახებ ჰააგაში განთავსებული რუსეთის საელჩო აცხადებს. ამასთან, რუსულ მედიაზე დაყრდნობით, Reuters-ი საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ სლუცკის კომენტარს ავრცელევს, რომელიც აცხადებს, რომ რუსეთი „ადეკვატურ და დროულ" პასუხს გასცემს რუსი დიპლომატების გაძევებას.

2018 წლის აპრილში, ნიდერლანდებმა აღკვეთა რუსეთის სადაზვერვო სააგენტოს მცდელობა, ჰაკერული შეტევა განეხორციელებინა ჰააგის ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე.