პაატა იმნაძე: COVID19-ის გადატანა არ იძლევა გარანტიას, რომ ისევ არ დაგემართებათ

პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ რეგულაცია, რომლის მიხედვითაც კოვიდგადატანილებს საქართველოში „მწვანე სტატუსი“ მუდმივად ექნებათ, შესაცვლელია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ქვეყანაში რეინფიცირების უკვე 5 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ასე რომ, სამწუხაროდ, კოვიდის გადატანა არ იძლევა გარანტიას, რომ კოვიდი ისევ არ დაგემართებათ. კიდევ დაგროვდება სამედიცინო მტკიცებულებები და იმედი მაქვს, ეს (რეგულაცია) შეიცვლება“, - განაცხადა იმნაძემ.