ბათუმის საკრებულოში ხმაურია

ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხმაურია. წინა მოწვევის საკრებულო ცდილობს, დაამტკიცოს 2022 წლის ბიუჯეტი და საკითხი 26 ნოემბრის სხდომაზე დააყენოს, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

ოპოზიციის წარმომადგენლები სამართალდამცველებმა ადგილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

2017 წელს არჩეულ საკრებულოში უმრავლესობაში "ქართული ოცნებაა", ეს მოცემულობა ახლა, 2021 წლის არჩევნებით შეცვლილია. ბათუმის მერი "ქართული ოცნების" კანდიდატია და ოპოზიცია ფიქრობს, რომ მმართველი პარტია ცდილობს, დროში მოასწროს ახალი ბიუჯეტის დამტკიცება.

ოპოზიციის წევრები, რომლებიც საკითხის ამოღებას ითხოვენ, აცხადებენ, რომ ბიუჯეტი ახალმა საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.