სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, კორონავირუსის ახალი ვარიანტი (B.1.1.529) აღმოაჩინეს. მეცნიერების თქმით, ახალ შტამს უამრავი მუტაცია აქვს. იუწყება AFP.
სპეციალისტები მას შემაშფოთებელ ვარიანტად განიხილავენ.
ახალ ვარიანტს სავარაუდოდ, სულ მცირე, 10 მუტაცია აქვს.
ახალი ვარიანტი ჰონგ კონგშიც დადასტურდა. ვირუსი სამხრეთ აფრიკიდან ჩასულ მოგზაურებს დაუდასტურდათ.