საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 4534 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 74 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 756 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 538 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 218 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 534 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 831 248-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.76%, ბოლო 14 დღის - 9.06% ხოლო 7 დღის - 9.13%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 742 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 772 301-მდე.

ბოლო 24 საათში COVID19-ით გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 810 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 534 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 811 შემთხვევა, აჭარა - 176, იმერეთი - 829, ქვემო ქართლი - 265, შიდა ქართლი - 370, გურია - 143, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 356, კახეთი - 267, მცხეთა-მთიანეთი - 140, სამცხე-ჯავახეთი - 138, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 47 111 საიდანაც: 6 574 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 595, აჭარაში - 530, იმერეთში - 1 407. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 660 პირი, მათ შორის, თბილისში - 657, აჭარაში - 127, იმერეთში - 500. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი, მათგან თბილისში - 210, აჭარაში - 43, იმერეთში - 40. 1 166 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 722- თბილისში, 256 - აჭარაში. 39 371 ადამიანი სახლში მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 58, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 25 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 ადამიანი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 781 ადამიანი.