ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ ოპოზიცია აქციას მართავს

ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ ოპოზიცია აქციას მართავს. აქციის მონაწილეებიზუგდიდის საკრებულოს მიერ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრას აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს ამტკიცებს „ვადაგასული უმრავლესობის წევრებით“, რაც დაუშვებელია.

საკრებულოში 2022 წლის საბიუჯეტო პროექტის კენჭისყრის შესახებ სხდომა 11 საათზე უნდა დაიწყოს.