ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე ბექა კურტანიძე, ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. ამ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
„დადგენილია, რომ აღნიშნულმა დამრღვევმა მიმდინარე წლის 21 სექტემბერს განზრახ გადაკვეთა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი საქართველოდან ზნაურის რაიონში და უკანონოდ იმყოფებოდა ნათესავებთან რესპუბლიკის დედაქალაქში“, - აცხადებენ დე ფაქტო „კა-გე-ბე"-ს პრესსამსახურში.
უკვე ცნობილია, რომ 25 ნოემბრის საღამოს ბექა კურტანიძე საქართველოს ხელისუფლებას ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.