საფრანგეთში 15 დეკემბრიდან კომენდანტის საათი წესდება
"ბიბისის" ინფორმაციით, კომენდანტის საათის პირობებში, მოსახლეობას 20:00-დან 06:00 საათამდე სახლების დატოვების უფლება არ ექნება.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ჟან კასტექსის თქმით, „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რიცხვი არ შემცირებულა, როგორც ამას ქვეყნის მთავრობა ვარაუდობდა.
მასობრივი შეკრებების პრევენციის მიზნით, ახალი წლის პერიოდში შეზღუდვები არ მოიხსნება. მოლოდინის მიუხედავად, საფრანგეთში მუზეუმები, კინოთეატრები, სპორტული დაწესებულებები მომდევნო სამი კვირის განმავლობაში კვლავ დახურული იქნება. 20 იანვრამდე არ გაიხსნება კაფე-ბარები და რესტორნები. შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება ახალი წლის ღამეს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში კორონვირუსის 2.3 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის, 57 ათასზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.