2017 წლის მოწვევის საკრებულომ ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ბათუმის 2017 წლის მოწვევის საკრებულომ, უფლებამოსილების ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ამ ახალი ბიუჯეტით მოუწევთ მუშაობა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე არჩეულ დეპუტატებსა და მერს.

2017 წელს არჩეულ საკრებულოში უმრავლესობაში "ქართული ოცნებაა". ეს მოცემულობა ახლა, 2021 წლის არჩევნებით, შეცვლილია.

სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ფიზიკური დაპირისპირება ჯერ სხდომათა დარბაზში დაიწყო, შემდეგ კი ქუჩაში გადაინაცვლა.

პოლიციამ მინიმუმ 5 ადამიანი დააკავა.