სოზარ სუბარი: 6 წელი საკმარისი დროა, რომ მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის მრავალფეროვანი ფორმა მოიგონოს

"6 წელი საკმარისი დროა, რომ პროტესტის მრავალფეროვანი ფორმა მოიგონოს, ან გაიზიაროს ის გამოცდილება, რომელიც ციხეებში საკმარისად არსებობს", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

რაც შეეხება სააკაშვილთან მნახველების შესვლას, სუბარმა განაცხადა, რომ „ორი თვის განმავლობაში სააკაშვილთან უფრო მეტი მნახველი იყო, ვიდრე მისი მმართველობის 9 წლის განმავლობაში ერთად აღებული ყველა პატიმართან“.

„შეუძლია საინიციატივო ჯგუფი შეკრას, დააკანონონ ინიციატივები. როგორც გავიგე, პროტესტის რაღაც ახალ ფორმებს იგონებს. 6 წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ ძალიან მრავალფეროვანი პროტესტის ფორმები მოიგონოს და განახორციელოს. თუმცა, კიდევ არის რამდენიმე საქმე, რომელიც არ ვიცით როგორ დამთავრდება. შეიძლება 6 წელი, 6 წელი არ იყოს და იყოს მეტი“, - განაცხადა სუბარმა.