ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა.
ჯანმომ ახალ შტამს „შემაშფოთებელი“უწოდა.
სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, კორონავირუსის ახალი ვარიანტი (B.1.1.529) აღმოაჩინეს. ახალ ვარიანტს სავარაუდოდ, სულ მცირე, 10 მუტაცია აქვს.
ახალი ვარიანტი ჰონგ კონგშიც დადასტურდა. ვირუსი სამხრეთ აფრიკიდან ჩასულ მოგზაურებს დაუდასტურდათ. ომიკრონი დადასტურდა ევროპაშიც, ბელგია პირველია, სადაც ახალი შტამი გამოვლინდა. ახალი შტამი დაფიქსირდა ისრაელშიც.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, იტალიამ, ისრაელმა, იაპონიამ, კენიამ, სინგაპურმა, კანადამ სამხრეთ აფრიკიდან ფრენები შეზღუდეს. ამ ჩამონათვალს ცოტა ხნის წინ აშშ-ც შეუერთდა. ანალოგიური ზომის მიღებას სთხოვს ევროკავშირი ევროპის ქვეყნებს.
სპეციალისტები, მათ შორის ჯანმოს ექსპერტები ახალ ვარიანტს სიღრმისეულად სწავლობენ.