შავ ზღვაში აშშ-ის ნაღმოსანი ესკადრონი შევიდა

შავ ზღვაში აშშ-ის მრავალფუნქციური საესკადრო ნაღმოსანი „არლი ბერკი“ (USS Arleigh Burke) შევიდა.

აშშ-ის მეექვსე ფლოტის ინფორმაციის დეპარტამენტის ცნობით, ნაღმოსანი, NATO-ს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებთან ერთად იმოქმედებს, რომლის მიზანიც „საერთაშორისო საზღვაო მარშრუტისათვის ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეგიონში“ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაა.

„მტკიცედ ვუჭერთ მხარს მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს შავი ზღვის რეგიონში. აშშ-ის სამხედრო გემი „არლი ბერკი“ წარმოადგენს მსოფლიო ზღვებში უსაფრთხოებისა და თავისუფლებისადმი აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ერთგულების ამაყ სიმბოლოს“, - განაცხადა ნაღმოსნის მეთაურმა პატრიკ ჩეპმენმა.

ნაღმოსანი ესკადრონი „არლი ბერკი“ AEGIS-ის სისტემის მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ფლაგმანი გემია. მას არამხოლოდ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში, არამედ 2000-2001 წლებში ხმელთაშუა და წითელ ზღვებში, ასევე სპარსეთის ყურეში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში აქვს მონაწილეობა მიღებული.