პარტიები, პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიულ სიებთან დაკავშირებით მემორანდუმს გააფორმებენ

ოპოზიციური პარტიები, დღეს, პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიულ სიებთან დაკავშირებით მემორანდუმს გააფორმებენ.

ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები 12:00 საათზე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეიკრიბებიან, სადაც გადაწყვეტილების გაფორმება მოხდება.

უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და სიას ხსნის „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“ და "ლეიბორისტული პარტია". ცერემონიაში მონაწილეობას არ მიიღებს "გირჩი". მანდატებს ინარჩუნებს ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეები".

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს 4 რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.

12 საათზევე შეიკრიბება მეათე მოწვევის პარლამენტს პირველი სხდომა, რომელიც ოპოზიციის ბოიკოტის გამო, 150-ის ნაცვლად, 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.