იენს სტოლტენბერგი: საქართველო და უკრაინა არიან NATO-ს ახლო და უაღრესად ღირებული პარტნიორები არიან

"საქართველო და უკრაინა არიან ახლო და უაღრესად ღირებული პარტნიორები", - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ბრიუსელში ორდღიან საგარეო საქმეთა მინისტერიალზე სხვა საკითხებთან ერთად განიხილავენ სიტუაციას საქართველოსა და უკრაინაში.

გენერალური მდივნის თქმით, შეხვედრაზე განხილული იქნება სხვადასხვა საკითხი, მათ შორის რუსეთის სამხედრო მობილიზება უკრაინაში, ასევე ბელარუსის საზღვრის გარშემო განვითარებული მოვლენები.

,,მოუთმენლად ველოდები მომავალ კვირას რიგაში საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას. ორივე ქვეყანა არის ნატო-ს ძალიან ღირებული პარტნიორი. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მათთან და ვაფართოებთ თანამშრომლობას და მივესალმებით როგორც საქართველოს, ისე უკრაინის წვლილს ნატოში“, - განაცხადა მან.