"ქართული ოცნების წევრი" და პარლამენტის დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ 5 ივლისს ხელისუფლებამ ჟურნალისტების დაცვა ვერ შეძლო. ამის შესახებ მან "მედიაჩეკერთან" ინტერვიუში ისაუბრა.
კითხვაზე, შეძლო თუ არა ხელისუფლებამ 5 ივლისს, სათანადოდ დაეცვა ჟურნალისტები, პაპუაშვილი პასუხობს:
"სანამ მაგას ვიტყვით, უნდა ვთქვათ, ჟურნალისტი, რომელიც ამბობს, ქვეყანაში უსაფრთხო გარემო არ არისო, იმაზე უნდა დავფიქრდეთ, ხომ არ არის ეს ჟურნალისტი პროპაგანდის ნაწილი? შეიძლება, იმის თქმაც, უსაფრთხო გარემო არის თუ არა, პროპაგანდის ნაწილია.
ახლა დავუბრუნდეთ თქვენს კითხვას, შეძლო თუ ვერა სახელმწიფომ ჟურნალისტების დაცვა 5 ივლისს?
ფაქტია, რომ ვერ შეძლო. იმიტომ, რომ გვყავს დაშავებულები".
ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშის გამო თბილისის ქუჩებში დარბოდნენ და ადამიანებს ესხდმოდნენ თავს. მათ დაარბიეს Tbilisi Pride-ის ოფისი, ასევე ეცადენენ მოძრაობა სირცხვილიას ოფისში შევარდნასაც და იმ შენობის სადარბაზო დააზიანეს, სადაც ოფისი იყო განთავსებული.
ცნობისთვის, 5-6 ივლისს აქციებზე თავდასხმის გამო დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი.